სააკაშვილის შეწყალების საკითხზე იმედი მაქვს, პრეზიდენტი არავის ზეწოლას არ დაქვემდებარება - სალომე სამადაშვილი
,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილსგან პოლიტიკურ სიურპრიზს ელოდება, რაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას გულისხმობს, ამიტომაც დაიწყო ,,ოცნებამ" ორგანიზებული კამპანია მის წინააღმდეგ.
სალომე სამადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არავის ზეწლას არ დაექვემდებარება და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნება" ემზადება სცენარისთვის, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადოს, ქართველი ხალხის ინტერესები უპირატესია ,,ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგთან მიმართებაში.
სწორედ ამიტომ დაიწყო ,,ოცნებამ" სრულიად დაორგანიზებული კამპანია პრეზიდენტზე ზეწოლის მიზნით.
მე შემიძლია, მხოლოდ ჩემი იმედი გამოვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არავის ზეწოლას არ დაექვემდებარება და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც არის ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებში - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
არ შეიწყალო - 2 დღის უკან პრეზიდენტის სასახლესთან ,,ქართული ოცნები"ორგანიზებით აქცია მოეწყო. სსპეციალურად გამოყვანილმა საკჯარო მოხელეებმა და ,,ნაცმოძრაობის" დროს დაზარალებულმა პირებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.