სააკაშვილი მოსამართლეს გადმოიღებდა იმ სკამიდან, ისეთი თვალები ჰქონდა - მაჭარაშვილი
"ოცნებიდან ფორმალურად წასული" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილმა სააკაშვილთან ვიზიტორები მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნით აკრძალა.
მაჭარაშვილმა ასევე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ჩართვის ეპიზოდიც ახსენა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი ისეთი თვალებით უყურებდა მოსამართლეს, "უფლება რომ ჰქონდოდა, გადმოიღებდა სკამიდან".
"მიხეილ სააკაშვილი განიკურნება, გადარჩება, თუ არ გადარჩება, ეს არ ადარდებს არც უცხოელ პარტნიორებს, არც აქაურ რადიკალებს. საუბარია იმაზე, რომ მასთან დაკავშირებთ მოხდეს ისეთი ფაქტი, რაც გამოიწვევს ქვეყანაში არეულობას.
სააკაშვილის უსაფრთოებისთვის მოხდა ეს გადაწყვეტილება, რაც პაპუაშვილმა გააკეთა. კითხვა, რომ სააკაშვილი უნდა, რომ დამალონ, ბუნებრივია, არის ხელმოცარული. იმეცადინონ, რაღაცა სხვა მაინც მოიგონონ ისეთი.
ვნახეთ სააკაშვილი, თმები არ ჰქონდა დავარცხნილი და გაუპარსავი იყო, მაგრამ თვალებიდან შესამჩნევი იყო, რომ იმ მოსამართლეს გადმოიღებდა იმ სკამიდან, ისეთი თვალები ჰქონდა და იგივეს კი არა, მეტს, ბევრად მეტს გააკეთებდა, თუკი მისცემდნენ ამის შესაძლებლობას". - თქვა მაჭარაშვილმა.