"ნუ გახდებით სააკაშვილის მკვლელობის თანამონაწილე" - უკრაინაში მებძროლი ქართველები პრეზიდენტს

30.12.22 17:08
"ნუ გახდებით სააკაშვილის მკვლელობის თანამონაწილე" - უკრაინაში მებძროლი ქართველები პრეზიდენტს

სოფო ჯაფარიძის ინიციატივას უკრაინაში მებრძოლი ქართელებიც უერთდებიან. ჯარისკაცები მიიჩნევენ, რომ მნიშნელოვანია, პუტინის პირადი მტერი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ დაიღუპოს. 

ვუერთდები სოფო ჯაფარიძის ინიციატივას სალომე ზურაბიშვილისადმი მოთხოვნას, რათა გადავარჩინოთ ჩვენი პრეზიდენტის, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომდ ღეს რუსული ორბიტის მატარებელი ხელისუფლება გვყავსგვჭირდება რპეზიდენტისადმი მიმართვა და ხელის მოწერა, - ამბობს Qფრონტის ხაზიდან ქართველი მებრძოლი. 

კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, ნუ გახდება რუსეთის მიერ დაკვეთილი მკვლელობის თანამონაწილე ნუ გახდება. 

მივმართავ თხოვნით საქართელოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! გთხოვთ, ნუ გახდებით თანამონაწილე რუსეთის დაკვეთილი მკვლელობის, გადაარჩინეთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. ჩემს თხოვნას ვადასტურებ ხელმოწერით, - ამბობს სამხედრო. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ ახალი კამპანია დაიწყო. ექიმები და სამოქალაქო საზოგადოება კარდაკარ დადიან და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისთვის დაწერილ წერილებს ართმევენ.

წერილების მთელი დასტა  ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ სოფო ჯაფარიძემ მიიტანა.