გაძვირებული ცხოვრება და ახალი წელი - ბაზარში ცეცხლის ფასებია

30.12.22 17:23
გაძვირებული ცხოვრება და ახალი წელი  - ბაზარში ცეცხლის ფასებია

გაძვირებული ცხოვრება  და ახალი წელი - ბაზარში საახალწლო საყიდლებზე  მისული ადამიანები  სახლში ცარიელი ჩანთებით ბრუნდებიან. ბაზარზე ცეცხლის ფასებია. გოჭი, ქათამი, ინდაური  იმდენად ძვირი ღირს, რომ ვერავინ ეკარება.

გაჭირვებული ადამიანები ამბობენ, რომ  ახალი წლის შესახვედრად რეგიონებიდან დედაქალაქში მოდიან, რადგან  საახალწლო სუფრაზეე თავად არაფერი აქვთ. 

ნიგოზი ძვირია, ხილი ძვირია, ყველაფერი ძირია. აი, ახლა სიმართლე გითხრათ, საახალწლოდ რეგიონიდან ჩემებთან ჩამოვედი, რომ საშუალება არ მქონდა, - ამბობს მოქალაქე.

პროდუქტებზე ფასების მატება ინფლაციით არის გამოწვეული, რომელიც ბოლო ერთ წელშ ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა.

ექსპერტები კი ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ომდევნო თვეებში პროდუქტებზე ფასების მატებას კიდევ უნდა ველოდოთ.