საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება - საია ნათია კაპანაძის საქმეზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სარჩელთან დაკავშირებით მიიჩნევსმ რომ საქმე ხელოვნურად ჭიანურდება. ამის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს.
საია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, ამ საქმეზე გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში მიიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის წარდგენიდან 2 წელი გავიდა, საქმეზე დღემდე არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა. ამასთან, წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს დღემდე წერილობით არ უცნობებია, რა გახდა საქმის განხილვის გაჭიანურების საფუძველი. სატელეფონო საუბრისას მიღებული განმარტებით, საქმის გაჭიანურება "ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ" განაპირობა. საია მიიჩნევს, რომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, ამ საქმეზე გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში მიიღოს", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
ნათია კაპანაძე, 2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ გადააყენა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კაპანაზის გადაყენება ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ცარევად შეაფასეს.