მკლავენ ნარევით, ამიკრძალეს მოწევა და შვილებს აღარ უშვებენ ჩემთან - სააკაშვილი არესტოვიჩსა და ფეიგინს მიმართავს

30.12.22 16:56
მკლავენ ნარევით, ამიკრძალეს მოწევა და შვილებს აღარ უშვებენ ჩემთან - სააკაშვილი არესტოვიჩსა და ფეიგინს მიმართავს

მიხეილ სააკშვილის ახალი გზავნილი "ვივა მედიდან". 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოლექსეი არესტოვიჩსა და მარკ ფეიგინს მიმართავს. 

"ვივა მედის" საკნად ქცეული პალატიდან საააკშვილი მის მხარდასაჭერად 4 იანვარს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

"მადლობა სოლიდარობისა და ადამიანობისათვის" - წერს მესამე პრეზიდენტი.  

სააკაშვილი უკრიანელ პოლიტიკოსა და რუს უფლებადამცველს წერს, რომ მას კლავენ ნარევით, რომელიც რამდენიმე თვეში მოქმედებს და შესაძლებელია შედეგების  სხვა სიმპტომებისთვის გადაბრალებაც.

ლექსეი არესტოვიჩს, მარკ ფეიგინს.                                                                                                                       გილოცავთ დამდეგ ახალ წელს თქვენ და თქვენს მრავალმილიონიან აუდიტორიას.  

დიდი მადლობა სოლიდარობისა და ადამიანობისათვის და ასევე აქციისთვის, რომელიც დააანონსეთ 4 იანვარს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           ბატონი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, მართალია - მე პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს  პატიმრობაში . ზელენსკის ფენომენალური მიმართვისა და თქვენი ჩართულობის  შემდეგ მე ამიკრძალეს მოწევა და ჩემს შვილებს აღარ უშვებენ ჩემთან. სასამართლო სხდომა 10 დღით გადადეს.  ჩემმა მკურნალმა ექიმმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის წინაშე განაცხადა, რომ ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და კლინიკამ ამოწურა ყველა მისი შესაძლებლობა.   თუკი ნავალნის მოკვლა მალე სურდათ, ნოვიჩოკით,  მე მომცეს ნარევი,  რომელიც კლავს რამდენიმე თვეში და შეგიძლია გადააბრალო სხვა სიმპტომებს". - წერს სააკაშვილი.