ხელისუფლებამ სააკაშვილს ახალი შეზღუდვები დაუწესა - მესამე პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგებს მიმართავს
"თუკი ნავალნის მოკვლა მალე სურდათ, ნოვიჩოკით, მე მომცეს ნარევი, რომელიც კლავს რამდენიმე თვეში" - მიხეილ სააკაშვილი "ვივა-მედის" პალატიდან უკრაინელ კოლეგებს წერილს სწერს. სრულ იზოლაციაში მოქცეული მესამე პრეზიდენტი ელექსეი არესტოვიჩს და მარკ ფეიგინს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარემ სააკაშვილს შეზღუდვების ახალი ტალღა დაუანონსა. შვილების შემდეგ პრეზიდენტთან აღარც დეპუტატებსაც აღარ შეუშვებენ. ზომების გამკაცრება რატი ბრეგაძის უწყებამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამერიკელმა და ქართველმა ექიმებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოში მკურნალობის რესურსი ამოწურულია.
სახელმწიფო მანქანას არც სასამართლო ჩამორჩა და დღეს ჩანიშნული პროცესი 10 დღით გადადო.
ამასთან, ხელისუფლება სააკაშვილის ახალ დიაგნოზს ამზადებს. პაციენტისა და ადვოკატების თანხმობის გარეშე კვლევები ლიმბახის ლაბორატორიას საიდუმლოდ დაუკვეთეს. პრეზიდენტის ადვოკატს ეჭვობს, რომ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაში ახალი ჩანაწერი გაჩნდება . საუბარია ტუბერკულიოზზე, რითაც ქართული ოცნება შეეცდება ახსნას, რას უკავშირდება თვეების განმავლობაში პაციენტის მაღალი ტემპერატურა.
უფრო ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.