"ვიმედოვნებ, პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს" - "კაბელების საქმის" მოსამართლე დუმილს "პირველებთან" არღვევს
მოსამართლე, რომელიც "ქართული ოცნების" ზეწოლამ ვერ გატეხა - გახმაურებული "კაბელების საქმის" მოსამართლემ რამდენიმე წლიანი დუმილი "პირველებთან" დაარღვია. დავით ჯუღელი იმ ხელმომწერთა შორის არის, ვინც დღეს სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ყოფილმა მოსამართლემ დღეს თავისი და სხვისი წერილებიც პრეზიდენტის კანცელარიას პირადად ჩააბარა. დავით ჯუღელს იმედი აქვს, რომ წნეხს სალომე ზურაბიშვილიც გაუძლებს და გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.
მთელს საქართველოში შეგროვებული წერილები კი დღეს პრეზიდენტის ადმინიტრაციას ჩაბარდა. საქართველოს ათასობით მოქალაქის და ემიგრაციაში მყოფი ქართველების მიმართვის ადრესატი სალომე ზურაბიშვილია. წერილები მოდის ფრონტის ხაზიდანაც. უკრაინაში მებრძოლი ქართველების ხელმოწერილი თხოვნებიც უკვე გამოგზავნილია ათონელის რეზიდენციაში. წერილებთან ერთად კი მებრძოლები სალომე ზურაბიშვილს ვიდეომიმართვებსაც უგზავნიან.
გადაარჩინეთ პრეზიდენტი - ეს არის დღეს მთავარი მოწოდება.
უფრო ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.