"ივანიშვილი მილიონებს არ დათმობს" - ოლიგარქის ადვოკატი "პირველებთან" საუბრობს
"ივანიშვილი მილიონებს არ დათმობს" - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილს დიდი ფული გერნსისი კუნძულებზეც გაუყინეს, ოლიგარქის ადვოკატი "პირველებთან" პირველ განცხადებას აკეთებს. ვიქტორ ყიფიანი, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს დიდი განსაცდელი უდგას და მთავარი საზრუნავი კაპიტალის უკან დაბრუნებაა, ამისთვის კი ყველაფერს აკეთებს.
ადვოკატის თქმით, ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან დავაში თავიდან ბოლომდეა ჩართული და ყოველდღიურ კონტაქტშია ადვოკატებთან.
ირკვევა, რომ ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა, არასადავო მილიონები მაინც გადაერჩინა, თუმცა უშედეგოდ. ფული "კრედიტ სვისიდან" სხვა შვეიცარულ ბანკში გადარიცხა ,მაგრამ არც ეს საფინანსო ინსტიტუტი უბრუნებს ფულს ოლიგარქს.
ეს ყველაფერი კი ევროპარლამენტის მიერ დაანონსებული სანქციების შედეგია, რის გამოც ევროკავშირი ივანიშვილის ბრალდებების ადრესატი გახდა.
უფრო ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.