პრეზიდენტზე "ოცნების" იერიში ახალ მასშტაბებს იძენს - რა ახალი ბრალდებები აქვს ხელისუფლებას
"ოცნების" იერიში პრეზიდენტის წინააღმდეგ ყოველ დღე ახალ მასშტაბებს იძენს. საქართველოს პრეზიდენტის ოპოზიციასთან რეგულარული შეხვედრების გამო მმართველმა პარტიამ ის, ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერად გამოაცხადა.
ქართული ოპოზიციური სპექტრი კი უკვე აღარ მალავს, რომ სალომე ზურაბიშვილს ხშირად ხვდებიან. ირკვევა, რომ ნიკა მელიას შემდეგ ორბელიანების სასახლის კარი პრეზიდენტმა ექსპრემიერ გახარიასაც არაერთხელ გაუხსნა.
ზურაბიშვილთან შეხვედრები ჰქონათ "ლელოს" ლიდერებსაც. ამ ფონზე კი "ოცნებისა" და პრეზიდენტის კომუნიკაცია საჯარო ღონისძიებებს არ სცდება. ბოლო კონფერენცია ზურაბიშვილსა და მთავრობას შორის დიდი სკანდალის მიზეზიც გახდა.
უფრო ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.