ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძის პანაშვიდზე მივიდა

01.05.21 14:00
ბიძინა ივანიშვილი  კახი კავსაძის პანაშვიდზე მივიდა

ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძის პანაშვიდზე მივიდა. ივანიშვილი რუსთაველის თეატრში ცოლთან, ეკატერინე ხვედელიძესთან, ერთად გამოჩნდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თეატრში იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ცოლთან ერთად, ასევე - მთავრობის სხვა წევრები, დეპუტატები და თბილისის მერი, კახი კალაძე.

ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის, პანაშვიდი რუსთაველის თეატრში ამ წუთებში მიმდინარეობს. კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მისი ცოლის, ბელა მირიანაშვილის, გვერდით დაკრძალავენ.