თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ისტორია ამას ივანიშვილსა და კობახიძეს არავინ აპატიებს - მიხაილო პოდოლიაკი

30.12.22 20:19
თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ისტორია ამას ივანიშვილსა და კობახიძეს არავინ აპატიებს - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, საქართველსო ხელსიუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს ადამიანობა და მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გაუშვას.

გამოიჩინეთ ადამიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სახელი ისტორიაში როგორ ჩაიწერება?! - მიმართავს პოდოლიაკი ივანიშვილ-კობახიძეს. 

ბატონი სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ის საქართველოს ისტორიის ნაწილია, ამას კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სადღაც აზროვნებაში იკარგებიან. 

თუ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს პრეზიდენტი გარდაიცვლება, ივანიშვილს, კობახიძესა და სხვა დანარჩენებს ვგულისხმობ, დაფიქრდით, როგორ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში თქვენი სახელი? 

საქართველოს ვთავაზობ, მოიქცეს ისე, როგორც ცივილიზებულ საახელმწიფოს შეეფერება - უბრალოდ გაუშვით სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინაში, ან ნებისმიერ ქვეყანაში!

გამოავლინეთ ადამიანობა, რასაც შემდეგში ყოველთვის გაიხსენებთ! - აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.