ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს, კურდღლობას არ ვუსურვებ - გვარამიას მილოცვა 212-ე საკნიდან

31.12.22 10:48
ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს, კურდღლობას არ ვუსურვებ - გვარამიას მილოცვა 212-ე საკნიდან

"მთავარი არხის" მფლობელი, ნიკა გვარამია რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან საზოგადოებას ახალი წლის დადგომას ულოცავს. 

"მართალია, ასტროლოგიისა და სხვა ფსევდომეცნიერებების არ მჯერა, მაგრამ სიმბოლოებს მაინც გამოვიყენებ.

ჩინური კალენდრით 2023 წელი კატა-კურდღლის წელი ყოფილა. ეს მითიური ცხოველია, რეალობაში კი ან კატაა, ან კურდღელი. ერთად არ გამოდის

ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს - ბოლო-ბოლო, კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს. კურდღლობას არ ვუსურვებ - თავზე ხელს კი გადაუსვამენ ხოლმე, მაგრამ, მხოლოდ ჭამისთვის დაბადებულს, ბოლოს (მოკლე ვადაში) აუცილებლად დაკლავენ და შეჭამენ

აქვე, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას.

თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან",- წერს ნიკა გვარამია.