პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება - აქცია პრეზიდენტის სახლთან
სალომე ზურაბიშვილის სახლთან პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პრეზიდენტს იცავენ.
პოლიცია ადგილზე სამოქალაქო პროტესტის გამო გამოჩნდა. დღეს უკვე მერვე დღეა, რაც გიორგი მუმლაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ზურაბიშვილის სახლთან კიდევ ერთი ღამე გაათენეს. თუმცა ეს ღამეც არ აღმოჩნდა გამონაკლისი და ამ მომენტამდე პრეზიდენტი მათთან შესახვედრად არ გადის.
მოთხოვნა და პროტესტის ფორმა უცვლელია. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მეხუთე პრეზიდენტს, მესამე პრეზიდენტის შეწყალებას სთხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლება და მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა არის ის საკითხი, რომლის მოგვარება აუცილებელი წინაპრობაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამიტომ ჩვენი აქ დგომა ემსახურება ერთადერთს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შევახსენოთ მისი მოვალეობები, ის ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და ვალდებულია დაიცვას საქართველოში სტაბილური გარემო. პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. ამასთან, სალომე ზურაბიშვილს აქვს შეზღუდული ვადა. დროულად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს კარგავს თუნდაც ეს პროცესი“, - ამბობს გიორგი მუმლაძე.