თუ სააკაშვილის საკითხი არ მოგვარდება, ჩვენ უარს მივიღებთ ევროპაში ინტეგრაციაზე - ნიკა მელია
ნიკა მელია თვლის რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ქმედებებში გულწრფელია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ პრეზიდენტი იმ მოცემულობით არის შეწუხებული, რომლის წინაშეც "ქართული ოცნების" მმართველობის გამო აღმოვჩნდით.
მელია ფიქრობს, რომ თუ ზურაბიშვილს საქართველოს ევროპული მომავალი მართლაც ადარდებს, მაშინ კარგად უნდა გაიზროს, რომ სააკაშვილის საკითხის მოგვარების გარეშე ევროპული პერსპექტივა კიდევ დიდი ხნით დარჩება შორეულ ოცნებად.
"მე ვხედავ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნამდვილად არის შეწუხებული ევროპული მომავლისთვის მიყენებული სერიოზული ზიანით და საფრთხით, რომელიც ჩვენი და მომავალი თაობების მომავალს დაემუქრა ამ ხელისუფლების პირობებში. მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დღეს ზრუნავს სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებზე, ვისთვისაც მნიშნელოვანია სახელმწიფოს ინტერესი და აქედან ამოდის, აცნობიერებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თუკი ხანგრძლივდება და დრო ნამდვილად არ ითმენს, ჩვენ უარს ვიღებთ ევროპაში ინტეგრაციაზე", - თქვა ნიკა მელიამ.