სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - მესამე პრეზიდენტი ახალ წელს საკნად ქცეულ პალატაში შეხვდება

31.12.22 13:07
სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - მესამე პრეზიდენტი ახალ წელს საკნად ქცეულ პალატაში შეხვდება

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდაა.  მესამე პრეზიდენტი ახალ წელს საკნად ქცეულ პალატაში შეხვდება. 

ყოფილი მთავარსარდლის მდგომარეობა შესაძლოა ითქვას, რომ გასული ერთი წლის განმავლობაშიიი კატასტროფულად გაუარესდა. 

პატიმარი პრეზიდენტი ხელისუფლებამ წინა საახალწლოდ ფაქტობრივად სრულ იზოლაციაში მოაქცია, ჯერ შვილების ნახვა აუკრძალეს, შემდეგ კი ვიზიტებზეე უარი დეპუტატებსაც უთხრეს.

ამიტომ  პრეზიდენტის ერთადერთი სტუმარი დღეს გიული ალასანია. 

სააკაშვილის დედის თქმით, მესამე პრეზიდენტს დღეს უფრო მაღალი სიცხე აქვს. 

"უარესად არის ვიდრე იყო, გუშინ ჰქონდა უკვე 38 და 2 ხაზი სიცხე. დილიდან სიცხე აქვს. უხალისოდ არის და ელოდებიან ალბათ ჯანმრთელობის გაუარესებას. ის უნდათ რომ სრულ იზოლაციაშია ამყოფონ, რაც შეეხება პროცესის გადადებას, ჩვენ სამართალი არ გვაქვს ამ ქვეყანაში", - ამბობს ალასანია.