გაზრდილი ავტოპარკი - რაში ხარჯავს საბიუჯეტო სახსრებს თბილისის საკრებულო
რაში ხარჯავს საბიუჯეტო სახსრებს თბილისის საკრებულო? ყველაფერი ფლანგვის დეტექტორმა დათვალა. როგორც გაირკვა, მხოლოდ ორი წლის განმავლობაში საკრებულოს წევრების სატელეფონო ხარჯებმა 94 ათასი, ხოლო საწვავის ხარჯებმა 750 ათას ლარს მიაღწია.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდებაა ავტოპარკიც. დეპუტატები ახალ ავტომობილებს არჩევენ, რათა ერთი ადგილიდან მეორეზე უფრო კომფორტულად გადაადგილდნენ.
"გამოიკვეთა, რომ თბილისის საკრებულოს ბალანსზე წელს ირიცხება 44 მანქანა. გასულ წლებში ეს რაოდენობა 40-ს შეადგენდა. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ 44 ავტომობილიდან 31 ემსახურება კონკრეტულ პირებს. ასევე მნიშვნელოვანია ის დამატებითი ხარჯები, რაც ამ ავტომობილებს უკავშირდება. მაგალითად, საწვავის ხარჯები, რომელიც წლიდან-წლამდე იზრდება", - ამბობს მკვლევარი.