ქვეყანას რეგრესიული ძალა მართავს, ეს რეჟიმი შესაცვლელია - გიგა ბედინეიშვილი

31.12.22 14:02
ქვეყანას რეგრესიული ძალა მართავს, ეს რეჟიმი შესაცვლელია - გიგა ბედინეიშვილი

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე "რა გითხრათ, რით გაგახაროთ" მივიდა. 

მისი თქმით, ქვეყანას რეგრესიული ძალა მართავს და ქვეყანას არასწორი მიმართულების მიჰყავს. ]

ბედინეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ეს რეჟიმი შესაცვლელია 

"სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, იმიტომ, რომ ქვეყანას მართავს რეგრესიული ძალა. ძალა, რომელიც ვერ არჩევნს სიკეთეს ბოროტებისგან. ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით არასწორი მიმართულებით  მიაქანებს. მიმაჩნია, რომ ეს რეჟიმი შესაცვლელია", - ამბობს გიგა ბედინეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორებმა კანცელარიის შენობასთან "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახულებით და მათი წლის ყველაზე დასამახსორვებელი ფრაზებით ფოტოსურათები მიიტანეს. 

მსგავსი სიახლეები