12 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები „ვივა მედში“ მივლენ და ეზოდან მიულოცავენ მესამე პრეზიდენტს ახალ წელს
დღეს, 12 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები "ვივა მედის" ეზოში მივლენ და ასე მიულოცავენ მიხეილ სააკაშვილს ახალ წელს.
დღეს, ღამის 12 საათზე, ჩვენ შევხვდებით „ვივა მედში“, ჩვენს მეგობრებთან ერთად და მიხეილ სააკაშვილს მივულოცავთ ეზოდან. მე მგონია, რომ ეს იქნება რა თქმა უნდა ბოლო წელი, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჩვენ მივულოცავთ გისოსებს მიღმა, პალატაში. ამ ადამიანთან ერტად, 2023 წლიდან ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის, რადგან ამ ქვეყანას ეს კაცი, მისი ენერგია, მისი გამოცდილება, მისი საერტაშორისო კავშირები ძალიან სჭირდება“, - თქვა ირაკლი ნადირაძემ.