სააკაშვილის შეწყალებაზე უფრო დიდს ვერაფერს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი - სოფო ჯაფარიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვერაფერს გააკეთებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უფრო დიდს.
ვერაფერს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი ამაზე უფრო დიდს - პირველი, რომ გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს. მეორე, რომ გადაარჩენს ქვეყნის ღირსებას და მესამე, რომ გარკვეულწილად დაიწყებს დეპოლარიზაციის პროცესს. სხვა შემთვხევაში, გარდაუვალია, თანაცხოვრება შევძლოთ ერთმანეთთან ადამიანებმა", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.