პატივისცემა რუსეთთან ომში დაღუპულ ქართველ გმირებს - მემორიალთან პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები მივიდნენ

31.12.22 21:19
პატივისცემა რუსეთთან ომში დაღუპულ ქართველ გმირებს - მემორიალთან პოლიტიკოსები  და საზოგადოების წარმომადგენლები მივიდნენ

ამ წუთებში გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან პოლიტიკოსები  და საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი პატივს მიაგებენ რუსეთთან ომში დაღუპულ ქართველ გმირებს და ასევე საახალწლოდ  მიმართვავენ საზოგადეობას.

მემორიალთან "დროას", "გირჩი მეტი თავისუფლება" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები იმყოფებიან.

ასევე მიმართვას უერთდებიან, ვაჟა გაფრინაშვილი, აკია ბარბაქაძე და გედევან ფოფხაძე. 

"ვფიქრობ, რომ ჩვენი ქართველი გმირები და უკრაინელები არის ის, რამაც განსაზღვრა 2022. 2022-ში ეს ადამიანები დაიღუპნენ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მშვიდობა და იმისთვის, რომ გვქონდეს იმედი, რომ ბოროტების იმპერია, რომელიც უამრავ ადამიანს ტანჯავს, საბოლოო ჯამში წერტილი დაესვეს",- თქვა ელენე ხოშტარიამ.
 

მსგავსი სიახლეები