საახალწლო მილოცვის ორი განსხვავებული აქცენტი - პრემიერის და პრეზიდენტის მიმართვა ერთმანეთს ისევ ასცდა
ერთი საქართველო, ორი პოლიტიკური აქტორი და საახალწლო მილოცვის ორი განსხვავებული აქცენტი - პრეზიდენტის და პრემიერის მიმართვა ერთმანეთს ისევ ასცდაა.
ევროკავშირის ვერმოპოვებული კანდიდატის სტატუსის მიუხედავად, პრემიერმი ახალი წლის პირველ წუთებში მაინც გვიმტკიცებდა, რომ გასული წელი წარმატების და პროგრესის იყო. ომში მყოფ უკრაინას საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჯერ საკუთარი მშვიდობააა შეახარბა, შემდეგ კი თავადაც მშვიდობა და გამარჯვება უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით უფრო რეალისტური იყო სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა საახალწო მიმართვაში მოურიდებლად თქვა, რომ გასული წელი წარუმატებელი და იმედგაცრუებებით სავსე იყო. ზურაბშვილის მესიჯები პირდაპირი და მკაფიო იყო: გამარჯვება უკრაინასს და დეოკუპაცია საქართველოს.
არც პრემიერს და არც პრეზიდენტს არ დავიწყებიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ამ შემთვევაშიც განსხვავებული იყო სათქმელი. ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, უმოქმედობაში დაადანაშაულა.
კიდევ რა თქვეს პრემიერმა და პრეზიდენტმა ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.