სანთელი საკნად ქცეული პალატის ფანჯარაში - სააკაშვილი 2023 წელს ისევ პატიმრობაში შეხვდა
2023 წელს მიხეილ სააკაშვილი ექთნებთან ერთად შეხვდა. ზუსტად 23:00 საათზე "ვივა-მედის" საკნად ქცეულ პალატაში მესამე პრეზიდენტს სანთლის დანთების უფლება მისცეს. კლინიკის გარეთ კი ექსპრეზიდენტს ახალი წლის დადგომა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ მიულოცეს. :ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარეობის 2 კანდიდატი კლინიკასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ.
წლის პირველი სტუმარი დაპატიმრებულმა პრეზიდენტმა დღეს უკვე მიიღო. 1 იანვარს საკნად ქცეული პალატის კარი ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლის დედისთვის გაიღო. გიული ალასანია კლინიკაშ რამდენიმე საათის განმავლობაშ იმყოფებოდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახალ წელს პატიმრობაში შეხვდა, თუმცა პირველად წელიწადნახევრის განმავლობაში სააკაშვილი ისე დამძიმდა, რომ დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება და საუბარიც უჭირს.
როგორია დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და რა გზავნილი აქვს წელს მას ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.