"არ მოკლა პრეზიდენტი!" - ახალი წლის დადგომამდე ზურაბიშვილის სახლთან აქცია გაიმართა
"არ მოკლა პრეზიდენტი!" - 2023 წლის დადგომამდე ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე თანამოაზრეებთან სალომე ზურაბიშვილის სახლთან მივიდა. შეკრებილებმა ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერები მიიტანეს და ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე ამ ფორმით ქვეყნის მთავარსარდალს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მესამე პრეზიდენტი სიკვდილ-სიცოცხლის ბედი ახლა მის ხელშია.
სალომე ზურაბიშვილს მივმართავთ, რომ მას სწორედაც რომ შეუძლია, ამის ვალდებულება აქვს, რომ საქართველოში დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი და უზრუნველყოს ქვეყანაში ევროინტეგრაციის გზის გაგრძელება. სალომე ზურაბიშვილის უმოქმედობა ავტომატურად ნიშნავს თანამონაწილეობას მის სიკვდილში და ეს მას გაყვება როგორც პოლიტიკურ, ისე მორალურ იმხელა ტვორთად და ცოდვად, რომ ვერ ჩამოირეცხავს, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.