ევროსასამართლო დაადგენს, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა - ენმ სააკაშვილის საქმეებზე

01.05.21 17:09
ევროსასამართლო დაადგენს, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა -  ენმ სააკაშვილის საქმეებზე

სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადასტურებს იმას, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური დევნილია. ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეების უკან მხოლოდ პოლიტიკური დევნაა.

ის ფაქტი, რომ ევროსასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეულ დარღვევებზე არის საუბარი. ის რომ სააკაშვილი მე-9 წელია საქართველოში პოლიტიკური დევნილია ამაზე მგონი კითხვა არავის ებადება,მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ივანიშვილის ამოცანა იყო, რომ რაღაცნაირად გაენეიტრალებინა სააკაშვილის ფაქტორი და ის შორს ყოფილიყო საქართველოსგან, ის მაინც აქტიურადაა ჩართული. ვფიქრობ ევროსასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით კირკირტაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საქმეზე  კითხვებს პასუხები  ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე გაეცემა.

უდავოა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები და განაჩენები საქართველოს სასამართლოში არის მხოლოდ პოლიტიკური მიზნით და ამას საერთო არაფერი აქვს სამართალთან. ამას დაადგენს სტრასბურგის სასამართლო და მანამდე ქართველი ხალხი გასცემს პასუხს", - ამბობს დავით კირკიტაძე.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ორი სარჩელი წარმოებაში მიიღო