4 იანვარი 18:00 საათი - მარკ ფეიგინმა სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მსოფლიო მასშტაბით დაანონსა

02.01.23 20:17
4 იანვარი 18:00 საათი - მარკ ფეიგინმა სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მსოფლიო მასშტაბით დაანონსა

სოლიდარობის აქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით -  მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით 4 იანვარს 18:00 საათზე ხალხი ქუჩაში გამოვა. 

მარკ ფეიგინის მიერ დაანონსებულ აქციას უმრავი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი რუსი უფლებადამცველის ინიციატივას  საქართველოს 8 დიდი ქალაქიც უერთდება.

აქციაზე გამოსულები  "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახხსენებენ, რომ სასამართლო პროცესების გაჭიანურება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. მოქმედ პრეზიდენტს კი მოუწოდებენ, რომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და მის გადასარჩენად ცოტა დროა დარჩენილი.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ამ წუთებში საპროტესტო აქცია აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან იმართება.

ვინ ჩავიდა აბასთუმანში და რა მოწოდებები ისმის ადგილზე ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები