პუტინი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება - მოაწყდება თუ არა ქვეყანას რუსების ახალი ნაკადი
პუტინი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზდება. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მოსკოვი საზღვრების ჩაკეტვის ბრძანებას გამოსცემს და კონკრეტული ასაკის პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ.
საქართველოს საზღვართან ამ დროისთვის რიგები არ არის, თუმცა გამორიცხული არ არის, რუსების ნაკადი ქვეყანას ისევ არ მაოწყდება.
მხოლოდ ნოემბერში საქართველოში 121 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ჩამოდიან ისინიც, ვინც მობილიზაციის პირველ ტალღის პერიოდში სხვა ქვეყანას შეაფარა თავი, თუმცა ახლა ამჯობინებენ, რომ საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდნენ. ჩამოსვლის შემდეგ კი უპირველესი ამოცანა უძრავი ქონების შესყიდვა და საკუთარი ბიზნესის დაწყებაა.
იუსტიციის სახლში უკვე ათასობით კომპანიაა რეგისტრირებული, რომლის მფლობელებიც ოფიციალურად ქვეყანაში ტურისტებად შემოვიდნენ.
რატომ არ იმჩნევს ხელისუფლება ქვეყნისთვის საგანგაშო სტატისტიკას ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.