მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, ყველა სასამართლო პროცესს ფიზიკურად დაესწროს

03.01.23 11:08
მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, ყველა სასამართლო პროცესს ფიზიკურად დაესწროს

მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ყველა სასამართლო პროცესს ფიზიკურად დაესწროს. აღნიშნულ საკითხზე დღეს მას ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაესაუბრება. 

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ გაუარესდა, ამიტომ კლინიკაში შესვლისთანავე ის სააკაშვილის ჯანმრთელობის ცნობას გამოითხოვს.

მე რამდენიმე წუთში შევხვდები ბატონ მიხეილ სააკაშვილს. პირველად, ყურადღებას გავამახვილებთ მის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს დღეები დამძიმდა მდგომარეობა. გამოვითხოვ კიდევ ავადმყოფობის ისტორიებს. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ დაინახოს კიდევ ერთხელ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დარბაზში, როგორ არის, და გარდა ამისა, მას თავად აქვს კანონით უფლება, რომ ცაერთოს სასამართლო პროეცსებში და სურვილის და საჭიროების შემთხვევაში თავდა დაუსვას კითხვები „ვივა-მედის“ მედპერონალსაც და ჩვენც დაველაპარაკებით, რამდენად მოხერხდება ამ ყველაფრის ლოჯისტიკურად მოწესრიგება და ვნახოთ, ამ საკითხებზე გვაქვს ზუსტად სასაუბრო ახლა, - თქვა ადვოკატმა. 

პარალალურად, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მსოფლიოს ყველა ქალაქში ერთიანდებიან. ინიციატივა რუს უფლებადამცველს მარკ ფეიგინს ეკუთვნის. ზუსტად 24 საათში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ყველა დიპლომატიურ უწყებასთან საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან.

მსგავსი სიახლეები