გორში საახალწლო ღონისძიებებისთვის 220 744 ლარი დაიხარჯა
გორში საახალწლო ღონისძიებებისთვის 220 744 ლარი დაიხარჯა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი გორის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
"ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გამგეობამ მხოლოდ 25 ათასი ლარი გაიმეტა, რაც საახალწლო ღონისძიებებზე დახარჯულ თანხაზე ათჯერ ნაკლებია.
ქალაქ გორში 25 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახია. აქედან მხოლოდ 300 ოჯახს დაეხმარა მერია საახალწლოდ და მიუტანა ორი ცალი შესქელებული რძე, წიწიბურა და რამდენიმე შოკოლადი. დანარჩენი სოციალურად დაუცველი ოჯახები დარჩნენ დახმარების გარეშე. სამაგიეროდ, მერიამ 350 ათასი დახარჯა იმისთვის, რომ ის ბენდები დაეფინანსებინა, რომელიც მერიის მაღალჩინოსნების ახლობლები არიან და ამას კურირებენ, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 67 მნლ ლარს შეადგენს. წინა წელტან შედრაებით ბიუჯეტი 13 მლნ ლარით არის გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წინასაახაწლოდ გორის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა ხელფასები 10%-ით გაიზარდეს.