კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი მოგესალმებათ - მოქალაქე წერს, რომ ეზოში უმისამართოდ ნასროლი ტყვიები იპოვა

03.01.23 13:34
კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი მოგესალმებათ - მოქალაქე წერს, რომ ეზოში უმისამართოდ ნასროლი ტყვიები იპოვა

მოქალაქემ ეზოში ახალი წლის "აღსანიშნავად" ღამით უმისამართოდ ნასროლი ტყვიები იპოვა. ფოტოზე ჩანს, რომ მასრები, სავარაუდოდ, სანადირო თოფისაა.

"სადაც მოასწრო აკრიფა, რომ კვალი არ დაეტოვებინა, მაგრამ ჩემს ეზოში ჩამოყრილ ამ ტყვიებს ვერაფერს უზამდა… ხალხო, ამ ტყვიებით არის ჩემი ეზო მოფენილი…

ხალხი, რომელსაც ძაღლის ყეფის ეშინია აი ამ ტყვიებს ისვრის ახალ წელს უმისამართოდ…

კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი მოგესალმებათ 2023 წლის 3 იანვარს ჩემი სახით" - წერს ანუკა კუხალეიშვილი.

მსგავსი სიახლეები