ენმ-ს პასუხი ხაბეიშვილს: ინდივიდები მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხს გასახლეჩად იყენებენ

03.01.23 14:27
ენმ-ს პასუხი ხაბეიშვილს: ინდივიდები მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხს გასახლეჩად იყენებენ

"პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ" - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას პასუხობს. 

ნიკა მელიას  დაანონსუბულ აქციას ლევან ხაბეიშვილი არ უერთდება. "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯომარემ  სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ჯერ კიდევ  31 დეკემბერს ქვეყნის რვა ქალაქში დაანონსა, დღეს კი ხაბეიშვილმა თქვა, რომ მელიას ორგანიზებულ აქციაზე არ მივა და მხადამჭერების თბილისში მთავრობის ადმინიტრაციასთან და შეკვეთილში ელოდება.

"დღეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ფეიგინის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ლოკაციაზე უერთდება.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა. მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა.

შესაბამისად, პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მედიაშიც გაჟღერდა, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს, 18:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე გაიმართება. ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა 2, არმედ 8.

8 ლოკაციიდან 3 - თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ", - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები