"გაუგებარი და საწყენია" - ნაყოფია ხაბეიშვილს აკრიტიკებს

03.01.23 15:11
"გაუგებარი და საწყენია" - ნაყოფია ხაბეიშვილს აკრიტიკებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების შესახებ პარტიის თავმდჯომარეობის ყველა კანდიდატი იმთავითვე ინფორმირებული იყო. 

პარტიის წევრი ხაბეიშვილის ფლანგის მიერ დამოუკიდებელი აქციების დაანონსებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ რდესაც საქმე მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს ეხება, იქ ბარიერები არ უნდა არსებობდეს. 

აქცია წინასწარ იყო შეთანხმებული მხარეებთან. მე მქონდა კომუნიკაცია ყველა მხარესთან, ამ შემთხვევაში კანდიდატებთან, ამ კანდიდატების წარმომადგენლებთან. ჩემთვის გაუგებარიც არის და საწყენიც, რომ ასე ბოლო წუთს ხდება ლოკაციების შეცვლა, მერე საუბარი იმაზე, რომ თიტქოს არ იყო ეს მათთის ცნობილი და ა.შ. არანაირი ბარიერი არ არსებობს, როდესაც საუბარი მიდის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე და თუ ვინმე ამას ცდილობს სხვანაირად წარმოაჩინოს, ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვათ, - თქვა ნაყოფიამ. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი არეულობაა. კახეთში, რუსთავში და გორში  მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი  აქციების ორგანიზებაზე ლევან ხაბეიშვილის ფლანგმა უარი განაცხადა. არადა, პარტიის გენერალურ მდივანს აქციების ორგანიზების შესახებ ინფორმაცია ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ მიაწოდა.

ხაბეიშვილი   აქციებს დამოუკიდებლად აანონსებს, მათ შორის, შეკვეთილში ივანიშვილის  სახლთან, სადაც აქცია მელიას  31 დეკებერს ისედაც დაანოსნებული ჰქონდა.

ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას პარტიამ ოფციალური განცხადებით უკვე უპასუხა : "სააკაშვილის სიცოცხლეს, სამწუხაროდ, ინდივდიები გასახლეჩად იყენებენ".
 

მსგავსი სიახლეები