"გუშინ ძალიან ცუდად იყო, ძალიან შეშინებული წავედი კლინიკიდან"- გიული ალასანია

03.01.23 15:09
"გუშინ ძალიან ცუდად იყო, ძალიან შეშინებული წავედი კლინიკიდან"- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ კიდევ ერთხელ დამძიმდა - ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ "ვივა-მედიდან" გამოიტანა. 

"გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე ძალიან შეშინებული წავედი აქედან. სხვა მხრივ ეს პროცესები გრძელდება ღრმავდება ალბათ არ ვიცი"- თქვა ალასანიამ. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას, ფიზიკურად დაესწროს სასამარტლო პროცესებს, მესამე პრეზიდენტის დედის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი სულ ჰქონდა. 

ყოველთვის მაგ აზრზე ვიყავით, რომ სასამართლოს ჩატარება დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს. გვაქვს მძიმე შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს. თვითონ ყოველთვის გამოთქვამდა სურვილს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ მე, რომ მკითხოთ რთული იქნება" - ამბობს გიული ალასანია. 

მსგავსი სიახლეები