კარგი იქნებოდა ერთიანობის დემონსტრირება - მჟავანაძე ხაბეიშვილის გადაწყვეტილებაზე

03.01.23 15:21
კარგი იქნებოდა ერთიანობის დემონსტრირება - მჟავანაძე ხაბეიშვილის გადაწყვეტილებაზე

იზურგეთის საკრებულოს ენმ-ს თავმდჯომარის დავით მჟავანაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილის მიერ დამოუკიდებელი აქციების დაანონსება, იმ ფონზე, როდესაც ნიკა მელიას მიერ ქციები უკვე დაანოსებული იყო, არასწორია.

ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ როდესაც საქმე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ეხება, მნიშვნელოვანი იქნებოდა ერთიანობის და ძალის დემომსტრირება. 

ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა ისაუბრონ იმ ადამიანებმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, მათ უნდა ვკითხოთ. კარგი იქნებოდა თუ იქნებოდა ერთიანობის დემონსტრირება და თუ იქნებოდა ძალის დემონსტრირება, თუ იქნებოდა ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად არა მხოლოდ საქართელოს ფარგლებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ტარდება ანალოგიური აქციები. ამ დროს ჩვენი ერთობა იქნებოდა უმნიშნელოვანესი, - ამბობს მჟავანაძე. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი არეულობაა. კახეთში, რუსთავში და გორში  მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი  აქციების ორგანიზებაზე ლევან ხაბეიშვილის ფლანგმა უარი განაცხადა. არადა, პარტიის გენერალურ მდივანს აქციების ორგანიზების შესახებ ინფორმაცია ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ მიაწოდა.

ხაბეიშვილი   აქციებს დამოუკიდებლად აანონსებს, მათ შორის, შეკვეთილში ივანიშვილის  სახლთან, სადაც აქცია მელიას  31 დეკებერს ისედაც დაანოსნებული ჰქონდა.

ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას პარტიამ ოფციალური განცხადებით უკვე უპასუხა : "სააკაშვილის სიცოცხლეს, სამწუხაროდ, ინდივდიები გასახლეჩად იყენებენ".

 

მსგავსი სიახლეები