ოკუპანტების მიერ კოშკადან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა ცნობილია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული საქართველოს მოქალაქეები, სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშივლი არიან.
"პირველების " ინფორმაციით, ორივე მათგანი ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი. უკანონო გატაცების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. სუსი აცხადებს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.