აქციების ლოკაციებთან დაკავშირებით პარტიაში შეთავაზებები არ გვქონია - ირაკლი ნადირაძე

03.01.23 15:35
აქციების ლოკაციებთან დაკავშირებით პარტიაში შეთავაზებები არ გვქონია - ირაკლი ნადირაძე

ლევან ხაბეიშვილის ტანამოაზრე ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ აქციების კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით პარტიაში შეთავაზებები არ ყოფილა. 

ენმ-ს წევრის თქმით, აქციების მოსაწყობად უფრო ეფექტური არა ტურისტული ლოკაციები, არამედ სწორედ მთავრობის კანცელარია და ივანიშვილის რეზიდენცია იქნება. 

კონკეტული განხილვა, შეთავაზება ლოკაციებთან დაკავშირებით, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. ეს გავიგეთ ჩვენ ნამდვილად „ფეისბუქპოსტით“. ბევრად უფრო სწორად და ეფექტურად მიგვაჩნია, რომ ტურისტული ლოკაციის ნაცვლად, ეს აქციები გაიმართოს სწორედაც მთავრობის კანცელარიასთან, რომელსაც მართავს რუსეთი და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, რომელიც არის პუტინის პირადი წარმომადგენელი ამ ქვეყანაშ, - თქვა ირაკლი ნადირაძემ. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი არეულობაა. კახეთში, რუსთავში და გორში  მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი  აქციების ორგანიზებაზე ლევან ხაბეიშვილის ფლანგმა უარი განაცხადა. არადა, პარტიის გენერალურ მდივანს აქციების ორგანიზების შესახებ ინფორმაცია ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ მიაწოდა.

ხაბეიშვილი   აქციებს დამოუკიდებლად აანონსებს, მათ შორის, შეკვეთილში ივანიშვილის  სახლთან, სადაც აქცია მელიას  31 დეკებერს ისედაც დაანოსნებული ჰქონდა.

ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას პარტიამ ოფციალური განცხადებით უკვე უპასუხა : "სააკაშვილის სიცოცხლეს, სამწუხაროდ, ინდივდიები გასახლეჩად იყენებენ".

 

მსგავსი სიახლეები