გადაწყვეტილებები პარტიის შემადგენლობასთან უნდა შეათანხმოს - ბოტკოველი მელიაზე

03.01.23 15:47
გადაწყვეტილებები პარტიის შემადგენლობასთან უნდა შეათანხმოს - ბოტკოველი მელიაზე

ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრე გიორგი ბოტკოველი ენმ-ს თავმჯდომარეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნიკა მელიას აქციების დაგეგმვა  პარტიის შემადგენლობასთან უნდა შეეთანხმებინა. 

თურმე გადაუწყვეტია და მერე დააბარეს ჩემთან, რომ თელავში იმართება აქცია და ეს უხერხულიც აღარ არის. თავმდჯომარეა და ის არის პასუხისმგებელი ნებისმიერ გადაწყვეტილებას სანამ მიიღებს, შეთანხმებული იყოს პარტიის იმ შემადგენლობასთან, რომელი შემაგდნელობაც ჩართულია ამ პროცესში. მე ვნახე აქცია დაანონსებული „ფეისბუქ“ გვერდზე და მე არ ვეთანხმები ამას. მე ვეთანხმები იმას, რომ ჩვენ ყველამ ერთად ერთი კონსოლიდირებული დიდი აქციისთვის უნდა მოვმზადებულიყავით. ყველა იმ ადამიანს თელავინდა პირადად მე შევუწყობ ხელს, რომ შეუერთდეს იმ დიდ აქციას, რომელიც გაიმართება თბილისში, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.        

"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი არეულობაა. კახეთში, რუსთავში და გორში  მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი  აქციების ორგანიზებაზე ლევან ხაბეიშვილის ფლანგმა უარი განაცხადა. არადა, პარტიის გენერალურ მდივანს აქციების ორგანიზების შესახებ ინფორმაცია ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ მიაწოდა.

ხაბეიშვილი   აქციებს დამოუკიდებლად აანონსებს, მათ შორის, შეკვეთილში ივანიშვილის  სახლთან, სადაც აქცია მელიას  31 დეკებერს ისედაც დაანოსნებული ჰქონდა.

ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას პარტიამ ოფციალური განცხადებით უკვე უპასუხა : "სააკაშვილის სიცოცხლეს, სამწუხაროდ, ინდივდიები გასახლეჩად იყენებენ".

 

მსგავსი სიახლეები