მელია იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო მართლაც უპრეცედენტოა - ხაზარაძე
“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რუსთავის პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ხაზარაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, ხვდებოდა.
"ლელოს" ლიდერის განცხადებით, ნიკა მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ასევე ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც.
ნიკა არის მხნედ, ჯანმრთელად. ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალული, იგი პრინციპულად იზიარებს იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის მართლაც უპრეცედენტო რამ, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. არ მინდა, მის მაგივრად ვისაუბრო. ალბათ, უახლოეს დღეებში თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. ამ იდეას პრინციპულად ეთანხმება. სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს გირაოს, რომ შემდეგ “ოცნებამ” დაამადლოს, რომ დაეთანხმა გირაოს. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რისთვისაც ის ამდენი ხანია ციხეშია”,- თქვა ხაზარაძემ.