,,გადავარჩინოთ სააკაშვილი" - ხვალინდელი აქციისთვის ბათუმშიც ემზადებიან
4 იანვარი 12 საათი - მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი. ყველა დიპლომატიურ უწყებასთან საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შეიკრიბებიან.
აქციისთვის უკვე ემზადებიან ბათუმშიც, რომელიც სიმბოლურად მთავრობის სახლთან გაიმართება. პარალელურად, აქციის მეორე ლოკაცია შეკვეთილი იქნება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ს წევრი გიორგი კირკიტაძე ამბობს, ხაბეიშვილის ბრიფინგი მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, არდგან მიიჩნევს, რომ სააკაშვილის საკითხმა პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი უნდა გააერთიანოს.
მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქალაქში, ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში ხვალ იმართება აქცია მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობისადმი მიძღვნილი და ამ აქცაის, ბუნებრივია, უერთდება ბათუმიც. ბათუმი, თავმდებლობის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქალაქია, რომელიც თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად ხშირად გამოდის ხოლმე ქუჩაში.
ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ცოტა გაუგებარი იყო დღევანდელი ბრიფინგი ხაბეიშვილის. მიხეილ სააკაშვილის საკთხი, მართლა არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ამ პარტიის უკლებლივ ყველა მხარდამჭერს, არამედ მიმაჩნია, რომ საზოგადოების იმ დიდ ნაწილს, რომლისთვისაც ევროპა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ რაღაც გაუგებრობები სასურველია, რომ არ იყოს, - ამბობს გიორგი კირკიტაძე.
გლობალური აქციის ორგანიზატორი უფლებადამცველი მარკ ფეიგინია.
ორად გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობა" კი სხვადასხვა ლოკაციაზე აანონსებს.