სააკაშვილის შესახებ მსოფლიოს წამყვან კაბინეტებში მსჯელობენ - ნაყოფია

03.01.23 17:36
სააკაშვილის შესახებ  მსოფლიოს წამყვან კაბინეტებში მსჯელობენ - ნაყოფია

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა კობა ნაყოფიამ დღეს მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. 

ოპოზიციის წევრმა ხელისუფლებას შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მთელი მსოფლიოს წამყვანი კაბინეტებიდან აკვირდებიან, ამიტომ მისი გათავისუფლება დროულად უნდა მოხდეს. 

მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმშია ეს ადამიანი ყოველდღიურად. არის საგანგაშო ეს მდგომარეობა ნამდვილად. მისი სიცოცხლეა ნამდვილად გადასარჩენი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსია, რომლითაც ინტერესდებიან მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, წამყვან კაბინეტებში მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ეს უკვე ყველამ იცის და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მძაფრი, კიდევ უფრო კატეგორიულები იქნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამოტომ, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ და ივანიშვილს, რომ დროზე მიიღონ გადაწყვეტილება, ამავე დროს, საქართველოს პრეზიდნეტსაც, დროზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გადარჩეს მისი სოცოცხლე. ხალხო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ახლა არის საუბარი ადამიანის სიცოცხლეზე, - ამბობს ნაყოფია. 

 

 

მსგავსი სიახლეები