გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად - მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ხალხი გაერთიანდა
ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ავსტრია, ბელგია, საბერძნეთი, შვეიცარია, ესპანეთი - ხვალ, მსოფლიოს ყველა დიდ სახელმწიფოში ხალხი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადარჩენისთვის ერთიანდება. რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინის მიერ დაანონსებული გლობალური აქციის ფარგლებში ყველა დიპლომატიურ უწყებასთან საქართველოს მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება საქართველოც. ნაციონალური მოძრაობა შეკრებას რამდენიმე ლოკაციაზე გეგმავს. პროტესტი იქნება თბილისშიც და რეგიონებშიც, მათ შორის ივანიშვილის რეზიდენციებთან.
"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ოლიგარქ ივანშვილს" - ამბობენ პარტიის ლიდერები და სწორედ აქედან გამომდინარე შეირჩა პროტესტის ადგილები.
სად იგეგმება აქციები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად? ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.