განადგურებული ლევილი - რა მდგომარეობაშია სახელმწიფოსგან დავიწყებული ისტორიული შენობა (უმძიმესი კადრები)
განადგურებული ლევილი - დღეს სოციალურ ქსელში უმძიმესი ფოტოები და კადრები გავრცელდა. საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი ისტორიული შენობა და მასში დაცული უნიკალური ნივთები უპატრონოდაა მიტოვებული. შენობა ინგრევა და იქ წვიმა ჩადის. ნადგურდება უნიკალური წიგნები და ხელნაწერები. საქართველოს ხელისუფლება და კულტურის სამინისტრო კი დუმს.
არადა ჯერ კიდევ წლების წინ ერთადერთი პირობა, რის გამოც ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახები დასთანხმდნენ, ისტორიული საგანძურის მოვლა პატრონობა იყო. წესით ახლა ლევილის რეაბილიტაცია მინიმუმ დაწყებული მაინც უნდა იყოს, რადგან ბიუჯეტიდან ამ მიზნით 2017 წლიდან დღემდე მილიონებია გამოყოფილი. რეალობა კი სულ სხვაა. საქართველოს ისტორიული საგანძური ყოველ დღე ნადგურდება.