გადავარჩინოთ მიშა! - აქციები მსოფლიოს დიდი ქალაქებსა და საქართველოში
მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქსა და საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციისთვის ემზადებიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დასაცავად დღეს ქუჩაში გასვლას აპირებს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი ქვეყნის სირცხვილია.
აქციისთვის ემზადებიან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც" ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დედაქალაქსა და რეგიონებში გამართავს აქციას.
თბილისში შეკრების ადგილია მშვიდობის ხიდი, კანცელარია და ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლე.