პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

04.01.23 13:03
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ექიმები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები - ყველა  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ გლობალურ აქციას  უერთდებიან. ამ წუთებში მოვლენების ეპიცენტრი ორბელიანის სასახლეა. პრეზიდნტის ადმინისტრაციასთან მიხიელ საკაშვილის მხადამჭერები იმყოფებიან.

შეკრებილები აცხადებენ, რომ საქრთვლოს ხელისუფლებას პრეზიდენტის მკველობა გადაწყვეტილი აქვს და ახლა დუმილი დანაშაულია.  აქციის მოანწილეები  სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად მისი ბერკეტების გამოყენებას სთხოვენ.

მას აქვს ის ინსტრუმენტი, რაც ხელისუფლებლის სხვას შტოას, გარდა სასამართლოსი, არ აქვს ანუ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ფუნქცია. მეც ვფიქრობ, რომ ჩვენ, ვინც ამ პოზიციაზე ვდგავართ, უნდა ვსინჯოთყველა შტოზე ხელისუფლების კონსტიტუციით გათვალისწინებული საშუალებებით ზეწოლა. მოლოდინი მაქვს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის და ადამიანების აქტიურობის, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი ლევან მეტრეველი. 

სამედიცინო ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის იმედი არ აქვს, თუს აჭიროდ მიიჩნევს, საკუთარი პროტესტი რაიმე ფორმით გამოხატოს.

მე მინდა, რომ ადამიანი არ მოკლან. არ მაქვს ქალბატონ პრეზიდენტის იმედი. თუ შეეძლო, აქამდე უნდა გაეკეთებინა, მაგრამ სადღაც ჩემი პროტესტი უნდა გამოვამჟღავნო და ვთქვა, რომ ასეგაგრძელდება არ შეიძლება. რამდენიმე გზა გვაქვს, სასამართლო, რომელიც ხედავთ, რომ იწელებადა რამდენი ხანი გაიწელება არავინ იცის და უფრო სწრაფი გზა, იქნებ დაპრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც მათ გაფუჭებულ ბევრ საქმეს, ალბათ ყველაფერს გადაფარავს, - ამბობს ვატო სურგულაძე.  

პრეზიდენტი სასახლესთან მიმდინარე აქცაის მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. ადგილზე არ ჩანს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლობა.

პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი შერბილებული პოზიციიდან გამომდინარე, სწორ  გადაწყვეტილებას მიიღებს და მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. 

მსგავსი სიახლეები