სააკაშვილის მხარდამჭერი აქციისთვის გურიასა და ბათუმშიც ემზადებიან

04.01.23 13:42
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციისთვის გურიასა და ბათუმშიც ემზადებიან

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციებისთვის ემზადებიან საქართველოს რეგიონებშიც. საპოტესტო აქციები ერთდროულად ქვეყნის 8 ქალაქში დაიწყება. დემონსტრაცია გაიმართება გურიასა და აჭარაშიც.

ამ დროისათვის ბათუმის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში აქციისთვის აქტიურად ემზადებიან. საკრებულოს დეპუტატები ამ წუთებში საპროტესტო ბანერებს ამზადებენ.

ბათუმის ორგანიზაციის თავმდჯომარე დავით კირთაძეს იმედი აქვს, რომ დღევანდელ აქციებზე ბევრი ხალხი გავა. 

მგონია, რომ დღეს ბევრი ადამაიანი გამოვა, არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ყველა იმ დიდ ქალაქში, სადაც ხდება ორგანიზება მიშას სოლიდარობისადმის მიძღვნილი აქციის. მნიშნელოვანია, რომ დღეს აქციაზე იქნებიან არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ის ადამიანები, ვისაც დიდი სიმპათიები აქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ იქნება ყველა, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალია და ნორმალური ცხოვრება, - ამბობს კირთაძე.  

რეგიონებში  მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ხალხი შეკრებას ზუსტად 18:00 საათზე დაიწყებს. პროტესტის ეპიცნეტრი იქნება  შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაც.


 

მსგავსი სიახლეები