სააკაშვილის ადვოკატი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.
მისი თქმით, ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან შეხება ჰქონდა, თანამდებობას უნდა ჩამოშორდნენ.
ექსპერტიზის დასკვნაში არაერთხელაა გაჟღერებული, რომ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. აქ როგიორც ჩანს იგულისხმებიან ექიმები, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები და ა.შ.
მინდა, ექიმებსაც, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ვუთხრა, რომ წამებას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ანუ 10-15 წელიც რომ გავიდეს, შესაძლებელია ასეთი პირები მიეცნენ პასუხისგებაში. მთავრობები მიდიან, ხელისუფლებების იცვლებიან და ამიტომ მოუწოდებ ყველას, რომ თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეასრულონ, არ ჩაიდინონ რაიმე დანაშაული ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ. დსადგება დრო, რომ არავინ მათი პატრონი აღარ იქნება.
ვითხოვთ, რომ ბატონი ურთქმელიძე, რომელიც არის პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჩამოშორებულ იქნას უფლება-მოსილებას, სანამ გამოძიება არ დასრულდება.
ურთქმელიძე მაშინ ხელმძღვანელობდა გორის ჰოსპიტალს, როცა სააკაშვილი იყო გორის ჰოსპიტალში"- თქვა ადვოკატმა.