სადაც მიშას მხარდამჭერი აქცია იქნება, ყველგან ვიქნები - ირაკლი ნადირაძე
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს საკრებულოს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძეც შეუერთდა. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი პუტინის პირადი ტყვეა, პუტინს კი ქვეყანაში მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს.
სადაც იქნება მიშას მხარდამჭერი აქცია, ყველა ლოკაციაზე, ყველგან ვიქნები აუცლებლად. დღეს ვუერთდები ამ ადამიანებს და შემდეგ 18:00 საათზე კანცელარიასთან ვიქნები, საიდანაც იქნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ, იმიტომ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და დღეს პუტინს ამ ქვეყანაში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი. შეწყალების შემთხვევაში მათ, უბრალოდ, მოუწევთ მიხეილ სააკაშვილი გაშვება ქვეყნიდან უცხოეთში სამკურნალოდ, ამიტომ მთავარია, სალომე ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას, - ამბობს ნადირაძე.
ამ წუთებში მოვლენების ეპიცენტრი ორბელიანის სასახლეა. პრეზიდნტის ადმინისტრაციასთან მიხიელ საკაშვილის მხადამჭერები იმყოფებიან.
შეკრებილები აცხადებენ, რომ საქრთვლოს ხელისუფლებას პრეზიდენტის მკველობა გადაწყვეტილი აქვს და ახლა დუმილი დანაშაულია. აქციის მოანწილეები სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად მისი ბერკეტების გამოყენებას სთხოვენ.