მჯერა ზურაბიშვილის ჰუმანურობის და კეთილგონიერების - დავით სააკაშვილი

04.01.23 13:28
მჯერა ზურაბიშვილის ჰუმანურობის და კეთილგონიერების - დავით სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის ძმას სალომე ზურაბიშვილის ჰუმანურობის და კეთილგონიერების იმედი აქვს. ამის შესახებ დავით სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის ძმა პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს. 

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სათქმელი. მთელმა მსოფლიომ უთხრა თავის მოსახლეობას, რომ ამ შემთხვევაში მიშა სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი და მიშა სააკაშვილი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე საერთოდ მჯერა ჰუმანურობის, კეთილგონიერების და სახელწიფოებრივი აზროვნების, იმიტომ, რომ არ შეიძლება ვიაროთ ერთ წერეზე, არ შეიძლება გავიმეოროთ იგივე შეცდომები. უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომ კიდევ ერთხელ არ ვჭამოთ სირცხვილი მსოფლიოს წინაშე, - ამბობს დავით სააკაშვილი. 

ამ წუთებში მოვლენების ეპიცენტრი ორბელიანის სასახლეა. პრეზიდნტის ადმინისტრაციასთან მიხიელ საკაშვილის მხადამჭერები იმყოფებიან.

შეკრებილები აცხადებენ, რომ საქრთვლოს ხელისუფლებას პრეზიდენტის მკველობა გადაწყვეტილი აქვს და ახლა დუმილი დანაშაულია.  აქციის მოანწილეები  სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად მისი ბერკეტების გამოყენებას სთხოვენ.

 

მსგავსი სიახლეები