არისტოვიჩი სააკაშვილის გადარჩენის მოთხივნით გაერთიანებულებს: "თქვენ იბრძვით მორალის დაბრუნებისთვის პოლიტიკაში"

04.01.23 13:34
არისტოვიჩი სააკაშვილის გადარჩენის მოთხივნით გაერთიანებულებს:  "თქვენ იბრძვით მორალის დაბრუნებისთვის პოლიტიკაში"

"კაცი დატოვო ციხეში და აიძულო მონაწილეობის მიღება სასამართლო პროცესზე, მაშინ როდესაც მას აქვს მოწამვლის მტკიცებულება, ეს რეალურად წამებაა"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გააკეთა. 

რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში მან მოქალაეებს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

ეს არის ბრძოლა მიშასთვის, დიახ, არც კი აქვს მნიშვნელობა რა გვარია კაცი, რომელიც ციხეში კვდება, დაშინება, მოკვლა ეს ომია, მორალისა და ღირებულებების, ასე რომ ყველა ვინც მონაწილეობს ამაში საელჩოსთან მისვლით თუ უბრალოდ სოციალური ქსელებით, თქვენ იბრძვით მორალის დაბრუნებისთვის პოლიტიკაში და თუ არ დავაბრუნებთ მორალს პოლიტიკაში კაცობრიობისთვის ძალიან ცუდი პროგნოზი მაქვს, მაგრამ თუ დავაბრუნებთ მივიღებთ შანსს არა მარტო როგორც ცალკე საქართველო, რუსეთი, უკრაინა გერმანია ავსტრალია არამედ კაცობრიობა, თქვენ იცით, შეგიძლიათ განსაჯოთ ადამიანი, დანაშაულის შეფასება შეიძლება სხვადასხვა გზით, მაგრამ ნუ დავუშვებთ დაცინვას, კაცი დატოვო ციხეში და აიძულო მონაწილეობის მიღება სასამართლო პროცესზე, მაშინ როდესაც მას აქვს მოწამვლის მტკიცებულება, ეს რეალურად წამებაა, ადამიანი დანაშაულის გამო უნდა გაასამართლო ეს კანონია, მაგრამ არ უნდა აწამო უნდა მისცე მკურნალობის გამოჯანმრთელების შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები