ჭორვილაში სააკაშვილის მხარდამჭერებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს - ოპოზიცია პროვოკაციაზე საუბრობს
ხმაური და დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის სოფელში - ჭორვილაში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან უკრაინის დროშის, ასევე ბანერის „თავისუფლება მიშას!“ მიტანა სურდათ.
აგრესიული ჯგუფი გიორგი მუმლაძესა და მის მომხრეებს გზაში დასხვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები მიზამიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.